841988  Poems Read Home Login

 Poetic-Verses from ATHANASE


ატანას  ვანჩევ  დე  ტრასი



 



 



თარგმანი პაატა ნაცვლიშვილისა



 



 



 



 



 



seneca / сенека



 



სენეკა



 



 



რომის ღირსება, ძლიერება, სინდის-ნამუსი,



და ესპანეთის თავისუფალი სული მაღალი!..



შენ სიკვდილი სულ სხვაგვარი სევდით აღგვავსებს



ამქვეყნიური ტრაღედიებით დასტურ დაღალულთ.



 



 



 



 



 



LE BRUIT DU MATIN / ЗВУКИ УТРА



 



დილის ხმები



„ბაღში სუფეს სიჩუმე და ციმციმი ნამის“.



მარია ვოლტორტა



„ქრისტეს ვნება“



 



მოდის და მოდის ბგერები დილის



და განიბნევა ჩემი ოთახის სიმყუდროვეში.



 



და შაშვის მღერა,



მაღალი ბგერა,



გამჭვირვალე და



ყოვლისმომცველი,



აცოცხლებს დროჟამს!



 



და მღერა იგი სოფელივით სადა არის და ბუნებრივი



და დიადი თეოკრიტეს



გენიალურ ქმნილებებს მოჰგავს.



 



იგივ მუსიკა,



იგივ გრძნობა,



ბუნებით სავსე



და მთების გული,



რომელიც წყაროს სიცოცხლეს აძლევს.



 



და უცებ უფრო ნათლად, მკაფიოდ,



გამჭვირვალედ და



გულში ჩამწვდომად



ქრისტეს ხმა ისმის:



 



იწამეთ უფალი!



 



და მე ხმა იგი



დიდებული სიმშვიდით მმოსავს.



 



სიტყვები მისი, უღრუბლონი, სურნელოვანნი,



ვარდის ჯერ კიდევ გაუშლელ კოკორს



თანდათან აზრს და ძალას აძლევენ.



 



და თავს გვატყდება დღე, როგორც ზვავი!



 



რუეი-მალმეზონი, შაბათი, 14 ივნისი, მადლიანი წელი XXVIII



 



 



შენიშვნები:



 



მარია ვოლტორტა (1897–1961): იტალიელი მისტიკოსი. დაიბადა კაზერტაში 1897 წლის 14 მარტს და მაშინვე მოხვდა ძიძის ხელში. ოჯახში მხოლოდ წლინახევრისა დააბრუნეს. დედამისს, ინტელიგენტურ, მაგრამ სასტიკ ქალს, იგი არ უყვარდა და მთელი ცხროვრების მანძილზე აგრძნობინებდა ამას. ერთადერთი ნუგეში მარიათვის მამამისი იყო, რომლის წყალობით შეიგრძნო მან მამა-ღმერთის სიკეთე.



მამამისი პროფესიონალი სამხედრო იყო და ბევრს მოგზაურობდა, ამიტომ მარია ხან კაზერტაში ცხოვრობდა, ხან ფაენცაში, ხან მილანში, ხან ვოგერეში, ხან ვიარეჯიოში და ხანაც ფლორენციაში.



თავიდან მარია მილანის ურსულელთა საბავშვო ბაღში დადიოდა. სწორედ აქ, სამლოცველოს შთამბეჭდავი ჯვარცმის შემყურემ შეიცნო მან „ღვთაებრივი სიკეთის გამოუთქმელი საიდუმლო“. 12 წლისა იგი მონცის ბართოლომეა კაპიტანოს დედათა ტექნიკურ კოლეჯში შევიდა, სადაც ხუთი წელი ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლაში გაატარა. 1917 წლიდან 1920 წლის ზაფხულამდე  მარია მოწყალების დად წავიდა ომში. დედამისმა ორჯერ უღირსი მეთოდებით ჩაუშალა მას ნიშნობები.



მას შემდეგ მარია მიხვდა, რომ ღმერთს სურდა, მთელი სიცოცხლე მისთვის მიეძღვნა. 1925 წლის 25 იანვარს მან, ტერეზა ლიზიოს მსგავსად, საკუთარი თავი მოწყალების სიყვარულის სამსხვერპლოზე მიიტანა. 1929 წლის დეკემბრიდან, სამი წლის განმავლობაში, „აკსიონ კატოლიკში“ მუშაობდა. რევოლუციონერების მიერ მძიმედ დაჭრილს, საშინელი ტკივილებით გაწამებულს, მას დამბლა დაეცა. 1934 წლიდან იგი ლოგინს მიეჯაჭვა.



აქედან იწყება მისი სიცოცხლის მეორე ნაწილი – ნაყოფიერი სამწერლო კარიერა, რომელსაც საოცარი მისტიკური ცხოვრება ახლდა. რვა წლის მანძილზე, 1943-დან 1951-მდე მან 17 ტომი დაწერა, რომელთაგან ათს ერთნაირი სათაური ჰქონდა – „პოემა ღმერთკაცზე“.



მარია ვალტორტა გარდაიცვალა 1961 წლის 12 ოქტომბერს.



თეოკრიტე – ბერძენი პოეტი. დაიბადა ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 315 წელს. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ ძალზე მცირეა. მისი თქმით (იდილია 28), იგი დაიბადა სირაკუზში, სიცილიაზე. ამის მიუხედავად, ტრადიცია მას კოსის მკვიდრად მიიჩნევს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პტოლემეოს II-ის აღმზრდელის, პოეტ ფილეტის მზრუნველობის ქვეშ იყო. მისი მეგობრობა კუნძულ კოსის მკვიდრ ექიმ ნისიასთან და ადგილობრივი მითოლოგიის ღრმა ცოდნა ამ ტრადიციის სასარგებლოდ მეტყველებს. იგი მიღებული იყო ალექსანდრიის კარზე, რასაც ადასტურებს მისი იდილია 17, პტოლემეოს II-ის ქება. იდილია 16 კი მიუთითებს, რომ იგი მოგვიანებით ჰიერონ II სირაკუზელის კარზეც მიიღეს. მისი სიკვდილის თარიღი ჩვენთვის უცნობია.



თეოკრიტე ბერძნული იდილიური პოეზიის ფუძემდებლად ითვლება.



 



 



 



 



 



 



L’ÉPITAPHE DE LYSANDRE  / ЭПИТАФИЯ ЛИСАНДРА



 



ლისანდრეს ეპიტაფია



 



ო, წამიერად, გამვლელო, შესდექ!



და დაუმშვენე სულ მცირე ხნით გვერდი ლისანდრეს.



ჯერ კიდევ გუშინ ის მშობელთა სინათლე და იმედი იყო,



დღეს კი მათ გულებს მწუხარების უფსკრული ხეთქავს.



 



და თუ ოდესმე კლეონი შეგხვდა,



უთხარ, კეთილო მეგობარო, გვედრი, უთხარი,



რომ მის ამბორთა მხურვალე ცეცხლი



ამ ჩემს გაყინულ სხეულსაც ათბობს.



 



შენიშვნები:



 



ლისანდრე – ბერძნული სახელი, ნიშნავს განმათავისუფლებელს. სიტყვებიდან: „ლიზის“ – „განთავისუფლება“ და „ანდროს“ – „ადამიანი“.



 



კლეონი – ბერძნული სიტყვიდან „კლეოს“, რაც „დიდებას“ ნიშნავს.



 



O NOTRE DAME DES OUBLIES ! / О БОЖЬЯ МАТЕРЬ ПОЗАБЫТЫХ!



 



ო, ღვთისმშობელო დავიწყებულთა!



 



ჩემს უსაყვარლეს დეიდას, მარია დე სირაკოვოს



 



„ის მხოლოდ მისი ბეჭდებით იცნეს“.



ოსკარ უაილდი



„დორიან გრეის პორტრეტი“



 



ო, რა დიდია ეს ჩემი გული!



და რა ვიწროა ეს ოთახი!



და რა ბევრია ამ ოთახში  წიგნი,



აღსავსე ამქვეყნიური სიბრძნით და შუქით.



და რა ბევრია ამ წიგნებში სიტყვა და სიტყვა.



და რა ბევრია ამ წიგნებში



ჩიტების სტვენა,



იმ ჩიტებისა, ჩვენს სახელებს რომ ინახავენ.



იმ ჩიტებისა, რომელთა სული



ფანჯრებიდან შემოფრენილ შუქს ემატება.



 



აჰა, წიგნები! – მათში ჩემი მშობელი მხარის



ბაღ-ვენახები აყვავებულან.



ჩემი ხალხი, ჩემი ხეები, ჩემი ჩიტები,



დიდპატარანი –



უფერულიდან დაწყებული



ცისარტყელისებრ მრავალფერად ამღერებულნი



ამ წიგნებში აყვავებულან



 



ო, სულო ჩემო, გთხოვ, მიმიშვა ამ იდუმალი დღის ნაპირას,



ვით ნაზი სიტყვა ღამისმიერ სიმყუდროვეში!



 



ო, ღვთისმშობელო თვინიერთა,



უთქმელთა და დავიწყებულთა!



ღვთისმშობელო, მოწყალეო,



მოდი, აღბეჭდე შენი ამბორი



დამაშვრალთა ცივ სხეულებზე.



 



და მაზიარე საიდუმლოს ამ სამყაროს სიხარულების



ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ



და აღმოსავლით დასავლეთისკენ.



&







©2000 - 2022, Individual Authors of the Poetry. All rights reserved by authors.

Visit My Home Page | Start Your Own Poetry Site | PoetryPoem
[ Control Panel ]  [ Today's Poetry - ALL Poets ]   [ Search ]



monique Message from Monique - Free videos for your poetry. Check them out Go to Poetry Poem youtube channel and get the embed  
YouTube
dreamweaver POETRY BY KRIS ~ DREAMWEAVER - ~WELCOME TO DREAMLAND~ Read my Poems to Know me. I am in my poems.  
dreamweaver
poet5170 Poetry by Elsie - *WELCOME TO MY WORLD* ~ Read my poems full of fact, fiction and fantasy.  
poet5170
malibupoetess Life Lines by Malibu Poetess - Straight forward prose and poetry on life, love, joy and disillusionment.  
malibupoetess
norrie5 Message in poetry - personalised poetry, red heartshaped bottle extra special gift for a loved one  
norrie5
waterdragon Our Next Poet Laureate! YAYA! - Remarkable contemporary poetry by award-winning author of Out of Cullen Street (A House of Madness)  
waterdragon
athanase Poetry by athanase - Feedback and critique requested.  
athanase

mypoems477     poetry2071      dreamweaver      thepoetess      bladesong  View All Poets
Newest Item: Light...
Im sabotaging my heart... Going fast in a speed of light! Copying photos fr ... More
Added: 2024-03-26  My Poetry List  PoetryPoem.com      Get a Free Site       Blogs     Stories     Premium Sites